City Tax – რა უნდა იცოდეთ ტურისტულ მოსაკრებელზე

ხშირად გვეკითხებიან: რა არის ტურისტებზე დაწესებული გადასახადი, city tax? ამ სტატიაში ყველა კითხვას ვუპასუხებთ, რაც შეიძლება ამ საკითხზე გაგაჩნდეთ.
მაშ, ასე-20 წელზე მეტია ევროპის ქალაქების უმეტესობა ტურისტებს დამატებით გადასახადს ახდევინებს. თუმცა, შეიძლება ეს გადასახადი ვერც შეგენიშნათ, რადგან საკმაოდ დიდ ხანს სასტუმროს ჯამურ თანხაში შედიოდა. ბოლო რამდენიმე წელია რაც ტურისტებზე დაწესებული გადასახადი ცალკე გამოიყო. თანხის გადახდა ძირითადად ადგილზე, სასტუმროს დატოვებისას ხდება.
რატომ იხდით გადასახადს? – City Tax ზოგიერთ ქვეყანასა და ქალაქში არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობის გამო დაწესდა.
როგორ იყენებს მთავრობა City Tax-ს? – გადასახადს ქალაქის მუნიციპალიტეტი აწესებს და ისვე განკარგავს. უმეტეს შემთხვევაში ტურისტებზე დაწესებული გადასახადი ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის გამოიყენება.
სად გადავიხდით?-ტურისტებზე დაწესებულ გადასახადს იხდით სასტუმროში, ჰოსტელში, გესთჰაუსში, და ზოგადად, ნებისმიერი ტიპის საცხოვრებელში, რომელიც ტურისტებზე ქირავდება.
რამდენს გადაიხდით?-თანხის ოდენობა განსხვავდება ქალაქების და ასევე სასტუმროს ვარსკვლავების ოდენობით მიხედვით. გთავაზობთ ყველაზე პოპულარულ ქალაქებში 3*-იან სასტუმროებში არსებული გადასახადის ოდენობას. ფასი მოცემულია ერთ ღამეში, ერთი ადამიანისთვის.

რომი-4 ევრო
პარიზი-1.88 ევრო
მილანი-4 ევრო
ბარსელონა-0.75 ევრო
პრაღა-0,5 ევრო
10 წლამდე ასაკის ბავშვები ამ გადასახადს არ იხდიან.

შეჯამება-ტურისტებზე დაწესებული გადასახადი მსოფლიოს ბევრ ქალაქში შეგხვდებათ და სავსებით ლეგალურია. ოდენობა ქალაქების მიხედვით განსხვავდება და წლიდან წლამდე იცვლება. ამ ეტაპზე მაქსიმალური გადასახადი ერთ ღამეში 5 ევროა. უმეტეს შემთხვევაში აღნიშნული გადასახადი ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის გამოიყენება.

 

Comments

კომენტარის დატოვება