საოცარი კუნძული ზაკინტოსი

ზაკინტოსი – ეს საოცარი ადგილი გახლავთ საბერძნეთის კუნძული, რომელიც ერთ-ერთ მოთხოვნად ტურისტულ მიმართულებად იქცა ბოლო წლების მანძილზე. აქ შეგიძლიათ იხილოთ მრავალფეროვანი და ეგზოტიკური სანაპიროები, თუმცა მხოლოდ ეს არ წარმოადგენს ზაკინტოსის მთავარ ღირსებას ტურისტებისთვის. როგორცვე მოინახულებთ გრძელ ქვიშიან სანაპიროებს და გაემგზავრებით კუნძულის დარჩენილი ნაწილის აღმოსაჩენად, თქვენ აუცილებლად იხილავთ თვალწარმტაც ბუნებას, ტრადიციულ პატარ-პატარა სოფლებს და ძველ მონასტრებს.

მომაჯადოვებელი ცისფერი ყურეები
თქვენ აუცილებლებლად აღმოაჩენთ თვალისმომჭრელ სანახაობას, როდესაც ესტუმრებით კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილს. ცისფერი მღვიმეები გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მონახულებადი ადგილებია ზაკინტოსზე, რომელსაც შეგიძლიათ ესტუმროთ საზღვაო ტრანსპორტით ან საექსკურსიო ტურების მეშვეობით, რომელიც ხორციელდება კუნზულზე.

ცისფერი ყურეებიდან ყველაზე ცნობილია პლაჟი „ნავაგიო“ . ეს არის ყველაზე მონახულებადი ადგილი კუნძულზე, რომელიც ზაკინტოსის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს. მას ჩაძირული გემის სახელითაც მოიხსენიებენ. საოცარი პლაჟი „ნავაგიო“ წარმოადგენს კუნძულის სიმბოლოს. ულამაზესი თეთრი კენჭოვანი პლაჟი და ლაჟვარდოვანი წყალი ხდის ამ ადგილს ერთ-ერთ ყველზე ეგზოტიკურ და დასამახსოვრებელ ადგილს მსოფლიოში. ამ პლაჟზე მოხვედრა შესაძლებელია მხოლოდ საზღვაო ტრანსპორტით. გარდა ნავაგიოს პლაჟისა, თქვენ შეგიძლიათ ეწვიოთ კუნძულის სხვა სანაპიროებს, რომლებიც არანაკლები სილამაზით გამოირჩევიან. ესენია: გერაკასი, კალამაკი, აგიოს ნიკოლაოსი, პორტო ზორო, ბანანა და სხვა მარავალი. კუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილი კი იდეალურია ექტრემალური სპორტის _ ბეიზ-ჯამფინგის მოყვარულთათვის.

სიცოცხლით სავსე ლაგანასი და ცილივი

ლაგანასი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ადგილს ზაკინტოსზე, რომელიც პოპულარურია, როგორც ახალგაზრდული, ასევე ოჯახური დასვენებისთვისაც. ის მდებარეობს კუნძულის სამხრეთ ნაწილში და ცნობილია როგორც ადგილი სადაც შეგიძლიათ ნახოთ გადაშენების პირას მყოფი „Caretta-Caretta“ კუები და დატკბეთ უზარმაზარი სანაპირო პლაჟით. ლაგანასი ასევე ცნობილია აქტიური ცხოვრებითა და კლუბების სიმრავლით.

რაც შეეხება კურორტ ცივილის, ის საკმაოდ პოპულალარულ ადგილს წარმოადგენს კუნძულზე. აქ საკმაოდ განვითარებულია ტურისტული ინფრასტრუქტურა და მრავლადაა მდიდრული სასტუმროები თუ რესტორნები. ცივილი საუცხოო ადგილია შესანიშნავი პლაჟითა და ოქროსფერი ქვიშით, წყლის სპორტის ნაირსახეობებით, აქტიური ღამის ცხოვრებით და შესანიშნავი პეიზაჟებით.

ადგილობრივი ტრადიციული სამზარეულო

ზაკინტოსზე მოგზაურობისას აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ ტრადიციული ბერძნული სამზარეულო. კუნძულზე თქვენ შეხვდებით რესტორნებსა და ტავერნებს, სადაც შეძლებთ მიირთვათ ტრადიციული კერძები, რომელთა შორისაა კერძი „SPETSOFAI“ , ის ერთ-ერთ უგემრიელეს კერძად არის მიჩნეული კუნძულზე. თუმცა თქვენ თუ უპირატესობას ანიჭებთ უფრო ჩვეულებრივ, უბრალო კერძებს ამ შემთხვევაში ბერძნული სალათები სწორედ თქვენთვისაა.

რაც შეეხება დედაქალაქ ზაკინტოსს ის კუნძულის ცენტრს წარმოადგენს. აქ სახლები და შენობები აშენებულია ტრადიციულ ვენეციურ სტილში . აქ მდებარე აგიოს ნიკოლაოს ტაძარიც სწორედ ვენეციურ სტილშია წარმოდგენილი, რომელიც 1953 წლის მიწისძვრას გადაურჩა და მოგვიანებით რეკონსტრუქციაც ჩაუტარდა. ტურისტებისთვის საინეტერესო და აღსანიშნავი ადგილებია ასევე ზაკინტოსის სასახლის ნანგრევები , აგიოს დიონისიოს ტაძარი , აგიოს მარკოს ტაძარი, სოლომოს ეთნოგრაფიული მუზეუმი, რომელიც მდებარეობს აგიოს მარკოს მოედანზე.
ქალაქი გთავაზობთ მრავალფეროვან აქტივობებს, თავშესაქცევ ადგილებსა და ღამის ცხოვრებას მყუდრო ბარებითა და კლუბების სახით . ამ მხრივ სოლომონის მოედანი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ თავშეყრის ადგილს როგორც ტურისტებისთვის ისე ადგილობრივი მოსახლეობისათვის.

კუნძულ ზაკინტოსზე საკმაოდ ბევრი გასართობი თუ ღირშესანიშნავი ადგილებია, რომელიც ნამდვილად დაუვიწყარს გახდის თქვენს მოგზაურობას, ამიტომ თუ თქვენ ეძებთ კურორტს საზაფხულო დასვენებისთვის ზაკინტოსი ზუსტად ის ადგილია რომელსაც უნდა ესტუმროთ.

Comments

კომენტარის დატოვება