კლასიკური იტალია

იტალია-მოგზაურებისათვის განსაკუთრებით საყვარელი ქვეყანა ამოუწურავი ტურისტული
პოტენციალით. რთულია მის მომაჯადოებელ ქალაქებს შორის არჩევანის გაკეთება, ამიტომ
შევადგინეთ კლასიკური იტალია-ტური, რომელიც იტალიის 4 ყველაზე პოპულარულ ქალაქს
მოიცავს და იდეალური კომბინაციაა პირველი ვიზიტისთვის.
ზამთარი იტალიაში მოგზაურობისთვის ძალიან კარგი პერიოდია, საქართველოსთან
შედარებით მაღალი ტემპერატურაა და ტურისტების ოდენობაც ოდნავ ნაკლებია. ფასებიც
უფრო დაბალია, ვიდრე გაზაფხულსა და შემოდგომაზე-იტალიაში მოგზაურობის ყველაზე
პოპულარულ სეზონებზე.
ტურის დაგეგმვა სხვადასხვა თარიღებისთვისაა შესაძლებელი, თუმცა ნიმუშად 3-12
თებერვალს გთავაზობთ. ტური ათდღიანია და მოიცავს მილანს, ვენეციას, ფლორენციას და
რომს.

იხილეთ ტური: კლასიკური იტალია თებერვალში

3 თებერვალს, დილის 6:35-ზე ქუთაისის აეროპორტიდან პირდაპირი რეისით გაემგზავრებით
მილანისკენ. ფრენა 4 საათი და 25 წუთი გრძელდება და იტალიის დროით 8 საათზე უკვე
მილანის მალპენსას აეროპორტში იქნებით. აეროპორტიდან ქალაქის ცენტრალურ
სადგურამდე ავტობუსები დადის, საშუალო ფასი 8 ევრო, მგზავრობის ხანგრძლივობა კი 1-1,5
საათი გახლავთ. სასტუმროც სადგურთან საკმაოდ ახლოს შევარჩიეთ, საიდანაც ყველა
ღირსშესანიშნაობის მონახულება გაგიადვილდებათ. მილანში ერთ სრულ დღეს გაატარებთ და
4 თებერვალს გაემგზავრებით ვენეციაში. გადაადგილება ჩქაროსნული მატარებლით გვაქვს
გათვალისწინებული, ვინაიდან მოგზაურობისას თითოეული დაზოგილი საათი
მნიშვნელოვანია. მგზავრობის ხანგრძლივობა-2 სთ 20 წთ.

ვენეციაში ცენტრალურ სადგურზე ჩახვალთ, საიდანაც ქალაქის ცენტრში მდებარე
სასტუმრომდე ფეხით მოკლე ხანში შეძლებთ მისვლას. ვენეციაში ორი დღე გავითვალისწინეთ
რომ მურანოსა და ბურანოს დათვალიერებაც მოასწროთ.

6 თებერვალს ვენეციიდან ფლორენციისკენ გაემგზავრებით, მგზავრობის ხანგრძლივობა ამ
შემთხვევაშიც 2 სთ 20 წთ-ია. ფლორენციაშიც სრული ორი დღე გექნებათ, რაც ფლორენციის
კარგად დასათვალიერებლად და შესაძლოა პიზაში რამდენიმესაათიანი გასეირნებისთვისაც
საკმარისი იქნება. განსაკუთრებით დიდი რიგია აკადემიის გალერიის ბილეთებზე, ამიტომ
შეგიძლიათ წინასწარ ჩვენი დახმარებით შეიძინოთ.

ტურს რომი დააგვირგვინებს, სადაც 8 თებერვალს გაემგზავრებით. ფლორენციიდან რომში
მგზავრობას ჩქაროსნული მატარებლით 1 სთ და 40 წთ დასჭირდება. რომი ამოუწურავია,
მაგრამ ვფიქრობთ 4 დღე ძირითადი სანახაობების დასათვალიერებლად საკმარისი იქნება. არ
დაგავიწყდეთ თითქმის სრული დღე ვატიკანში ვიზიტისთვის გაითვალისწინოთ. ვატიკანის
მუზეუმის ბილეთებიც შეგიძლიათ ჩვენთან შეიძინოთ და რიგში დგომის რამდენიმე საათი
დაზოგოთ.
12 თებერვალს რომის ფიუმიჩინოს აეროპორტიდან 16:50-ზეა გამომგზავრება. აეროპორტის
ავტობუსი ცენტრალური სადგურიდან გადის, მგზავრობის საშუალო ხანგრძლივობა 1-1,5
საათია, ფასი-6 ევრო. ფრენის ხანგრძლივობა-3 სთ და 40 წუთი, 23:30-ზე უკვე ქუთაისის
აეროპორტში იქნებით. აქვე აღვნიშნავთ, რომ ვთანამშრომლობთ Omnibus-თან და Georgianbus-
თან და შეგვიძლია თბილისიდან ქუთაისის აეროპორტამდე და პირიქით მგზავრობის
ბილეთებიც შემოგთავაზოთ.

იხილეთ ტური: კლასიკური იტალია თებერვალში

Comments

კომენტარის დატოვება