ერთი დღე ვენეციაში

10:45 Piazza San Marco/ St. Mark’s Square/წმინდა მარკის მოედანი

ვიზიტის ხანგრძლივობა: 1 სთ.

სან მარკოს მოედანზე აკადემიის გალერიიდან ფეხით 13 წუთში მოხვდებით. მოედანი ქალაქის ცენტრალურ ნაწილშია მოთავსებული და როგორც ადგილობრივების, ისე ტურისტების თავშეყრის ადგილს წარმოადგენს. იგი საუკუნეების მანძილზე მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ვენეციის ცხოვრებაში. აღსანიშნავია, რომ ვენეციაში მხოლოდ  სან-მარკოს მოედანს ეწოდება „Piazza“, სხვა მოედნები კი „campi”-დ მოიხსენიება.

წმინდა მარკოს მოედანი სამი მხრიდან შენობებითაა შემოსაზღვრული და საფეხმავლო ზონაა. ვიზიტორებს შეუძლიათ დატკბნენ ღია კაფეებისა და მაღაზიების სიმრავლით. ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კაფეს წარმოადგენს Caffe Florian, რომელიც 1720 წიდან .

ფუნქციონირებს. მოედანი მტრედების დიდი ოდენობითაც გამოირჩევა, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ მათი გამოკვება არალეგალურია.

სან-მარკოს მოედნამდე ვენეციის მთავარი ქუჩა, Merceria-ც მოგიყვანთ წმინდა მარკის საათიანი კოშკის თაღის გავლით. მოედნის ბოლოს Grand Canal-ი და გონდოლების გაჩერების ადგილია.

მოედნის ირგვლივ ვენეციის ისეთი მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობებია განლაგებული, როგორიცაა დაჯების სასახლე, სან-მარკოს ბაზილიკა, ბაზილიკის ცალკე მდგომი სამრეკლო,  Procuratie Nouvo, სადაც ახლა მუზეუმია განთავსებული, წმინდა მარკის ბიბლიოთეკა და სააათიანი კოშკი. აღსანიშნავია ქალაქის მფარველთათვის (Saint Mark და Saint Teodoro of Amasea) მიძღვნილი სვეტები. ერთ-ერთ სვეტს ვენეციის ფრთიანი ლომის ქანდაკება ამშვნებს.

წმინდა მარკის სამრეკლო

ვიზიტის ხანგრძლივობა: 30 წთ.

წმინდა მარკის სამრეკლო ბაზილიკის ნაწილია და სან-მარკოს მოედანზეა განთავსებული. თავდაპირველად შუქურის, მეცხრე საუკუნეში კი სათვალთვალო კოშკის დანიშნულებით გამოიყენებოდა. კოშკმა წლების მანძილზე არაერთი ტრანსფორმაცია განიცადა და მეთორმეტე-მეთოთხმეტე საუკუნეებში რამდენჯერმე თავიდან აშენდა. 1513 წელს Giorgio Spavento და Bartolome Bon-მა აღადგინეს მიწისძვრით დაზიანებული კოშკი, თუმცა 1902 წელს ჩამოინგრა და რეკონსტრუქციის შემდეგ, 1912 წელს გაიხსნა. კოშკი წარმოადგენს აგურით ნაგებ, დაახლოებით 100 მეტრის სიმაღლის შენობას. სამრეკლოში განთავსებულია 5 ზარი. წარსულში თითოეულ მათგანს განსაკუთრებული ფუნქცია ჰქონდა. ზარი „Mezza Terza“ მოსახლეობას ამცნობდა სენატის შეხვედრებს; Nona Bell-შუადღეს; ყველაზე დიდი, Marangona Bell, სამუშაო დღის დასასრულს და დასაწყისს, Trottiera საბჭოს შეხვედრებს და ყველაზე პატარა, Renghiera-სიკვდილით დასჯას. სამრეკლოს თავზე პირამიდის ფორმის კონსტუქცია და ანგელოზ გაბრიელის ქანდაკებაა. სწორედ ეს ქანდაკება არის პირველი,  რასაც ის ადამიანები ხედავენ, ვინც ვენეციას ზღვით უახლოვდება. კოშკში არის აივანი, Sansovino Loggia, რომელიც 1500-იან წლებში აშენდა.

აღსანიშნავია, რომ გალილეო გალილეი სწორედ ამ კოშკს იყენებდა ვარსკვლავებზე დასაკვირვებლად. ობსერვატორიიდან ვენეციის შთამბეჭდავი ხედი იშლება.

მისამართი: Piazza San Marco, 30124 Venice

ფასი: 8 ევრო

სამუშაო საათები: აღდგომიდან ივნისამდე:  09:00-17:00;

ივლისი-სექტემბერი  09:00-21:00; ოქტომბერი 09:00-19:00;

ნოემბრიდან აღდგომამდე  09:30-15:45

12:20 Basilica di San Marco / Saint Mark’s Basilica/წმინდა მარკის ბაზილიკა

ვიზიტის ხანგრძლივობა: 1 სთ.

 

წმინდა მარკის ბაზილიკა ვენეციის ყველაზე ცნობილი ეკლესიაა. განთქმულია ისტორიითა და ხელოვნებით. ბაზილიკა წმინდა მარკის მოედანს გადმოჰყურებს და უერთდება დოჯების სასახლეს.

მეცხრე საუკუნეში ვაჭრებმა წმინდა მარკის ნეშტი ეგვიპტიდან გამოაპარეს და ვენეციაში ჩამოიტანეს. ეს მოვლენა ტაძრის გარე ფასადზე, მსოფლიოში ყველაზე ძველ მოზაიკაზეა გამოხატული  (1260-70წწ.).  ტაძარი სწორედ წმინდანის ნეშტის განსათავსებლად იქნა აგებული, მაგრამ დაახლოებით 150 წლის შემდეგ დაიწვა.  1071 წელს თავიდან მოხდა მისი აშენება ძველი ტაძრისგან დარჩენილი ნანგრევების გამოყენებით და საუკუნეების მანძილზე გრძელდებოდა შენობის მოჩუქურთმება.  გვერდით მდებარე დოჯების სასახლის რეკონსტრუქციისას  ბაზილიკაც განახლდა და გოთიკური არქიტექტურის ელემენტები დაემატა. წმინდა პეტრეს ბაზილიკა დოჯების პირად სამლოცველოს წარმოადგენდა, თუმცა 1807 წელს ვენეციის კათედრალად გამოცხადდა.

შენობას ბერძნული ჯვრის დიზაინი აქვს, ერთი ცენტრალური  და ოთხი დამატებითი გუმბათით. ეკლესიაში შეხვდებით ხელოვნების ნიმუშებს რამდენიმე განსხვავებული პერიოდიდან.  შესასველი მეთერთმეტე-მეთორმეტე საუკუნის მარმალილოს მოზაიკითაა მოპირკეთებული, მოზაიკა ფარავს ინტერიერის დიდ ნაწილს. საკურთხეველთან Pala d’Oro-ს ნახავთ, ძვირფასი ქვებით მოპირკეთებულ ოქროს პანელს.  შეხვდებით სანსოვინოს ქანდაკებებსაც.

მისამართი: San Marco, 328, 30124, ვენეცია

ფასი: ბაზილიკა-უფასო; Museo Marciano 4€,  Pala d’Oro 2€

სამუშაო საათები: Basilica, Tesoro, და Pala d’Oro: ზაფხულში ორშაბათიდან-შაბათის ჩათვლით 09:45-17:00

აღდგომიდან ივნისამდე:  09:00-17:00;

ივლისი-სექტემბერი  09:00-21:00; ოქტომბერი 09:00-19:00;

ნოემბრიდან აღდგომამდე  09:30-15:45

13:25 Palazzo Ducale / Doge’s Palace

ვიზიტის ხანგრძლივობა: 1 სთ.

მდებარეობა: 3 წუთის სავალზე სან მარკოს ბაზილიკადან

დოჯების სასახლე არქიტექტურის მონუმენტური ნიმუშია.  ის საუკუნეების განმავლობაში ასრულებდა ვენეციის მმართველის, დოჯის და მისი გარემოცვის სამყოფელის ფუნქციას. პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება სწორედ აქ ხდებოდა და ამის გამო  შესაძლოა ითქვას, რომ დოჯების სასახლე ვენეციის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობაა.

მეშვიდე საუკუნიდან ვენეციას ადგილობრივი მმართველები-დოჯები მართავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ვენეცია ბიზანტიის იმპერატორის მმართველობის ქვეშ იყო, გარკვეული დამოუკიდებლობა მაინც ჰქონდა შენარჩუნებული. მეათე-მეთერთმეტე საუკუნეებში დოჯი, მისი გარემოცვა, საჯარო ოფისები, სასამართლო დარბაზები, აპარტამენტები, თავლები, ციხე, იარაღის საწყობი და სხვა სამოქალაქო დაწესებულებები გადავიდა ქალაქის იმ ნაწილში, სადაც ახლა დოჯების სასახლე მდებარეობს. ეს ტერიტორია შედარებით უსაფრთხოდ მიიჩნეოდა, ვინაიდან სქელი კედლებით და კოშკებით იყო გარშემორტყმული. ახლანდელი სასახლის შენობა თავდაპირველად მეთოთხმეტე-მეთხუტმეტე საუკუნეებში აშენდა, თუმცა წლების მანძილზე ემატებოდა სხვადასხვა დეტალი.

დოჯების სასახლე წარმოადგენდა ვენეციის მმართველთა ადმინისტრაციულ ოფისს. აქ იყო განთავსებული ციხეც. მე-17-ე საუკუნეში ციხე გამოეყო სასახლეს და არხის მეორე მხარეს ახალ შენობაში დაიდო ბინა. 1797 წელს, ვენეციის რესპუბლიკის დაცემის შემდეგ, ქალაქი ფრანგებმა და ავსტრიელებმა დაიპყრეს. საბოლოოდ, 1866 წელს ვენეცია ერთიან იტალიას შეუერთდა. 1996 წელს სასახლე მუზეუმად გადაკეთდა.

14:25 Ponte dei Sospiri / Bridge of Sighs/ოხვრის ხიდი

ვიზიტის ხანგრძლივობა: 15 წუთი.

ოხვრის ხიდი დოჟების სასახლეს ძველ ციხესთან აერთებს. მისი მეშვეობით მსჯავრდებულები სასამართლოდან პირდაპირ ციხეში მიემერთებოდნენ. ხიდის სახელის წარმოქმნასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსიაა. პირველი ვერსიით სახელწოდება უკავშირდება მსჯავრდებულთა ოხვრას, რომლებიც ხიდიდად უკანასკნელად ხედავდნენ ვენეციას და თავისუფლებას.

კიდევ ერთი ვერსიით სახელწოდებას რომანტიკული ფესვები აქვს და გონდოლით მოსეირნე შეყვარებულებს უკავშირდება.

ლორდმა ბაირონმა უკვდავება შესძინა ხიდს თავისი შემოქმედებით:  „I stood in Venice on the Bridge of Sighs, a palace and prison on each hand.”

ფილმის “A little Romance” მეშვეობით შეიქმნა ლეგენდა, რომელიც სამუდამო სიყვარულს ჰპირდება გონდოლით მოსეირნე იმ წყვილებს, რომლებიც მზის ჩასვლისას ოხვრის ხიდის ქვეშ ჩავლისას აკოცებენ ერთმანეთს მაშინ, როცა სან მარკოს ეკლესიის ზარები დარეკავენ.

ხიდი ააგო ანტონიო კონტიმ XVII საუკუნეში და მორთულია ბაროკოს სტილში.

14:40 Riva degli Schiavoni

ვიზიტის ხანგრძლივობა: 1 სთ და 30 წთ.

წყლისპირა სასეირნო ადგილი მდებარეობს სან მარკოს მოედანსა და არსენალს შორის  და გადაჰყურებს კუნძულს San Giorgio Maggiore. შეიქმნა მეცხრე საუკუნეში. ამ ადგილას დღესაც, ისევე როგორც მეთხუთმეტე საუკუნეში, იმართება ბაზრობა.

16:10 San Zaccaria/წმინდა ზაქარიას ტაძარი

ვიზიტის ხანგრძლივობა: 45 წთ.

წმინდა ზაქარიას ტაძარი აშენდა მეცხრე საუკუნეში, თუმცა თავდაპირველი ვერსია ხანძარმა  1105 წელს გაანადგურა. მეთორმეტე და მეთოთხმეტე საუკუნეებში თავიდან აშენდა, ამჯერად გოთიკურ სტილში. ტაძრის იმ  ვერსიის მშენებლობა, რომელსაც დღეს ვხედავთ, 1515 წელს დასრულდა.

ეკლესიას ბიზანტიური სტილის სამრეკლო და გოთიკური ელემენტები აქვს, თუმცა ძირითადად რენესანსულ სტილშია ნაგები. ეკლესიის ინტერიორი არაერთი ცნობილი მხატვრის მიერაა მოხატული.

Address: Campo San Zaccaria, 4693, 30122 Venice

სამუშაო საათები: ორშაბათი-შაბათი 10:00-12:00 ; 16:00-18:00

შესვლა: უფასო

About Author

client-photo-1
bazi

Comments

კომენტარის დატოვება