3 მიმართულება, სადაც მოგზაურობა 500 ლარი (ან ნაკლები) დაგიჯდებათ

სტამბოლი-წელიწადის ნებისმიერ დროს მომხიბვლელია. თურქული ტკბილეული,
მდიდარი კულტურა და განსხვავებული არქიტექტურა იშვიათად ტოვებს ვინმეს
გულგრილს. ამ ტურს კიდევ უფრო კომფორტულს ხდის პირდაპირი ფრენა
თბილისიდან, თან რეისები ისეთ დროს არის დანიშნული, რომ ჩაფრენის და
გამოფრენის დღეებს სრულად გამოიყენებთ. 20 იანვარს დილის 7 საათზე უკვე
სტამბოლში იქნებით, 23 იანვარს 23 საათზე დატოვებთ ქალაქს. სასტუმროც ისეთ
ადგილას შევარჩიეთ, რომ სანახაობებამდე მისასვლელად მცირე დრო დაგჭირდეთ.
ტურის ღირებულება 500 ლარია ერთი ადამიანისთვის და ფასში ბონუსად გემრიელი
საუზმეც შედის. დაწვრილებითი დეტალებისთვის ეწვიეთ ბმულს:
დამატებითი რჩევა-თქვენი მოგზაურობა რომ კიდევ უფრო განსაკუთრებული გახდეს,
ბოსფორის სრუტეზე კრუიზით გაისეირნეთ. გემები Eminönü-ს სადგურიდან გადის,
საშუალო ფასი კი 20 ლირაა (დაახლოებით 9 ლარი)

იმოგზაურეთ სტამბოლში 500 ლარად

ფლორენცია-ქუთაისიდან ბოლონიისკენ ფრენების დამატებამ იტალიის ეს
განუმეორებელი ქალაქი ძალიან ხელმისაწვდომი გახადა. გთავაზობთ ფლორენციის
ტურს 21-25 იანვრის პერიოდში. 21 იანვარს დილით უკვე ბოლონიის აეროპორტში
იქნებით, საიდანაც შეგიძლიათ ან პირდაპირ ფლორენციაში გაემგზავროთ, ან
რამდენიმე საათი ბოლონიის დათვალიერებას დაუთმოთ. 25 იანვარს შუადღის 3
საათზეა გამომგზავრება, ამიტომ ფლორენციაში სრული 4 დღე გექნებათ. 4 დღეში
მინიატურულ ფლორენციას რამდენჯერმე შემოივლით (მერწმუნეთ, გენდომებათ ერთი
და იმავე ადგილის ბევრჯერ ნახვა) და პიზის ერთდღიანი ტურისთვისაც დაგრჩებათ
დრო. სასტუმრო აქაც ქალაქის ცენტრში შევარჩიეთ რომ ყველა სანახაობამდე ფეხით
მისვლა შეძლოთ, საუზმეც შესულია. ტურის ღირებულება 455 ლარია, დეტალები
ბმულზე.
დამატებითი რჩევა-აუცილებლად დატკბით ფლორენციის პანორამული ხედით Piazzale
Michelangelo-დან და ეწვიეთ Boboli-ბაღებს.

იმოგზაურეთ ფლორენციაში 455 ლარად

პრაღა-ამოუწურავი, მისტიკური, ზღაპრული-ეს ის ასოციაციაა, რაც პრაღაში ვიზიტისას
აუცილებლად გაგიჩნდებათ. ბოლო წლებში პრაღაში უამრავი ტურისტია, მაგრამ თუ
იანვარში გაემგზავრებით, ტურისტების ოდენობა შედარებით ნაკლები იქნება და უკეთ
შეიგრძნობთ ქალაქს. განსაკუთრებით კარგი ფასია 25-28 იანვარს, 3 ღამე და სამი დღე
გამოდის, რაც სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ ძველი ქალაქის არქიტექტურით
დატკბეთ, ცხელი გლინტვეინი და ტრედელნიკები დააგემოვნოთ და მიხვდეთ, რომ ამ
ქალაქში კიდევ ბევრჯერ დაბრუნდებით. სასტუმრო ამ შემთხვევაშიც ცენტრალურ
უბანში შევარჩიეთ, ფასში საუზმეც შედის. ტურის ღირებულება 500 ლარი გახლავთ,
დეტალები:
დამატებითი რჩევა-დაათვალიერეთ Prague Castle და დატკბით ქალაქის პანორამული ხედით
Prague Castle-სთან მდებარე Starbucks-დან. აიღეთ ქალაქის უფასო საფეხმავლო ტური-
ადგილობრივი გიდები მრავალ საინტერესო ამბავს მოგიყვებიან, მათ შორის პრაღის
დეფენესტრაციებზე.

იმოგზაურეთ პრაღაში 500 ლარად.

Comments

კომენტარის დატოვება