როგორ იქცევით, როცა მოგზაურობა ძალიან, ძალიან გენატრებათ?

როგორ იქცევით, როცა მოგზაურობა ძალიან, ძალიან გენატრებათ? 😔

ჩვენ ვირტუალურად ვმოგზაურობთ-ვკითხულობთ ბლოგებს მოგზაურობაზე, ვუყურებთ ვიდეოებს, ვათვალიერებთ საოცნებო მიმართულებების ფოტოებს Instagram-ზე..

მინდა გაგიზიაროთ რამდენიმე Youtube არხი, რომელიც მოგზაურობას ეძღვნება და სასურველი მიმართულების შესარჩევად, ტურის დასაგეგმად თუ მოგზაურობის ნოსტალგიის გასაფანტად ერთნაირად იდეალურია:

Sorelle Amore-მოგზაური და ფოტოგრაფი სორელი იმდენად მომაჯადოებელია, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოგზაურობა მისი ბლოგის მთავარი თემა არაა, ჩვენი სიის უპირობო ლიდერია. შეუძლებელია მისმა ვიდეოებმა არ შთაგაგონოთ და შეგმატოთ მოგზაურობის და ზოგადად, ცხოვრების ენერგია.

 

 

Rick Steves-თუ მოგზაურობის უფრო ტრადიციული ვიდეოები გიყვართ, მაშინ რიკ სტივსი საუკეთესო არჩევანია. მისი ვიდეოები მოიცავს ღირსშესანიშნაობებს, ისტორიას, კულინარიას-იმ ყველაფერს, რასაც საუკეთესო გიდები გვიყვებიან ხოლმე მოგზაურობისას. რიკს 50-ზე მეტი ძალიან პოლულარული წიგნი აქვს მოგზაურობაზე დაწერილი, ასევე სატელევიზიო შოუს-Rick Steves’ Europe-ს უძღვება.

The Planet D-დეივი და დები მოგზაურობის მოყვარული წყვილია. მათ უკვე 110-ზე მეტ ქვეყანაში იმოგზაურეს და ძალიან მაღალი ხარისხის კონტენტს ქმნიან.

Attaché-თუ გინდათ სწრაფად შეიქმნათ წარმოდგენა ტრანსპორტის, ფასების, ადგილობრივი ეტიკეტის, საკვები ობიექტების შესახებ-Attaché იდეალური არჩევანია.

Evan Edinger Travel– Evan Edinger-ი სულ ახლახანს აღმოვაჩინე. ძალიან სახალისო, მოკლე ვიდეოები აქვს, თან ჰარი პოტერი უყვარს. მგონი ამით ყველაფერი ნათქვამია

 

თქვენც გაგვიზიარეთ თქვენი საყვარელი მოგზაური ბლოგერები, ან თქვენი გადაღებული მოგზაურობის ვიდეოები-სულ ცოტა ხანიც ვიმოგზაუროდ ვირტუალურად.

 

საუკეთესო სურვილებით,

თათია სუხიტაშვილი

Comments

კომენტარის დატოვება